პაატა მანჯგალაძე წულუკიანს - დავით აღმაშენებელმა კი თქვა, "ფეხი დამადგითო", მაგრამ ეს ჩლიქოსანი ცხოველები რომ არიან მის საფლავზე, ვისი პასუხისმგებლობაა?

დავით აღმაშენებელმა კი თქვა, "ფეხი დამადგითო", მაგრამ ეს ჩლიქოსანი ცხოველები რომ არიან მის საფლავზე და ახლაც სამშენებლო ობიექტზე რეაბილიტაცია რომ მიმდინარეობს და ცხოველები რომ დადიან, ეს ვისი პასუხისმგებლობაა? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ გელათთან ასევე საყდრისთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს.

„გეთანხმებით იმაში, რომ გელათი არ არის პოლიტიკური კინკლაობის საგანი. უმრავლესობამაც არ უნდა გახადოს ეს თემა პოლიტიკური კინკლაობის ნაწილი. რა გარანტიები გვაქვს, რომ ჯეროვანი პროექტია და რეაბილიტაციის სამუშაოები შესაბამისად მიმდინარეობს, ამის გარანტია რა არის? პასუხისმგებელი პირიც კი არ ვიცით.

დავით აღმაშენებელმა კი თქვა „ფეხი დამადგითო“, მაგრამ ეს ჩლიქოსანი ცხოველები რომ არიან მის საფლავზე და ახლაც სამშენებლო ობიექტზე რეაბილიტაცია რომ მიმდინარეობს და ცხოველები რომ დადიან, ეს რასთან არის კავშირში? ვისი პასუხისმგებლობაა? ვისი პასუხისმგებლობაა, რომ დიდი მეფის , წმინდა მეფის საფლავზე ჩლიქოსანი ცხოველები დადიან? გელათთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას რომელი წლიდანაც არ უნდა დაიწყოთ ათვლა, 2008 წლიდან თუ 2012, თუ ქალბატონი მინისტრის დანიშვნიდან, „ქართული ოცნება“ გელათთან ისვე, როგორც საყდრისთან დაკავშირებით, ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა