სემეკს, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელება, აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მხარეები, კომპეტენციების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფენ მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივ განხორციელებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში