გია ვოლსკი - კარგია, თუ ნიკა მელია ინტელექტუალურ-პოლიტიკურ ბრძოლაზე გადაერთო

კარგია, თუ ნიკა მელია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ინტელექტუალურ-პოლიტიკურ ბრძოლაზე გადაერთო,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დავით კეზერაშვილის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკი ვარაუდობს, რომ მსგავსი განცხადებები გარკვეული შიდა დაპირისპირებით არის გამოწვეული.

"ამ ბრძოლის შინაარსი ყველასთვის ნათელია - ჯგუფებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც ამ პოლიტიკური ძალის შიდა სახეს წარმოადგენს. წინააღმდეგობები არის უამრავი, მაგრამ მთავარია, ამას საზოგადოება როგორ შეაფასებს არჩევნების დროს," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო