ქედაში ტურისტული ავტობუსისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ტურისტები ემსხვერპლნენ, დაშავებულია 4 ადამიანი

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტები ემსხვერპლნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აჭარიდან იუწყება, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხოეთის მოქალაქეა. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ერთი პაციენტი კლინიკა BMS-ში, სამი კი “მედალფაშია” მოთავსებული. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

ადგილობრივების თქმით, კიდევ ორ ადამიანს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო