გია ვოლსკი - საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მავნებლური გადაწყვეტილება - კომისია იქნება ერთ-ერთი რესურსი ოპოზიციისთვის, რომ პოლარიზაციას ხელი შეუწყოს

ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთადერთ მიზანს ემსახურება: ყურადღება გადაიტანონ კომისიების საქმიანობაზე და შექმნან იმიჯი, რომ გარკვეულ პროცესებს კონკრეტული პოლიტიკური ძალები მართავენ - მე არ ვარ ამის მომხრე, რომ ამას ხელშეწყობა ჰქონდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველო-რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, კომისია იქნება ერთ-ერთი რესურსი ოპოზიციისთვის, რომ პოლარიზაციას ხელი შეუწყოს.

"დამატებითი ინფორმაცია თუ გააჩნია ვინმეს, რაიმე გადაცდომის თაობაზე, ამისთვის არ არის აუცილებელი, საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. არ მომწონს იდეა. ამ საკითხზე არსებობს პროცედურა. პროცედურის სრული დაცვით როგორ მოვიქცევით, ჯერ პოზიცია არ გვაქვს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას კომისიის მიმართ, კატეგორიულად ნეგატიურია და ვფიქრობ, ეს არის ერთ- ერთი რესურსი იმისთვის, რომ დესტაბილიზაციას, შეუთანხმებლობას შეუწყონ ხელი," - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, იქნება თუ არა საბოტაჟი, თუკი კონკრეტულ თანამდებობის პირს კომისია გამოკითხვაზე დაუბარებს, ის კი ამაზე უარს იტყვის, ვოლსკის თქმით, ამას საბოტაჟს არ დაარქმევდა და რეგლამენტის მიხედვით უნდა იმოქმედონ.

"საბოტაჟს ამას არ დავარქმევდი. არსებობს რეგლამენტი და უნდა ვიმოქმედოთ რეგლამენტის მიხედვით. თუ ასე განვითარდა პროცესი, რა საკვირველია, ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ თავად კომისიის შექმნა არის მავნებლური გადაწყვეტილება, რომელიც რატომღაც მიიღო გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს