სოსო გოგაშვილის მეუღლე - 15 ძვირად ღირებული მანქანა კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ლილუაშვილს, შოთაძეს და გომელაურს ვაკისრებ

15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - ,,ტოიოტა პრადო”, „ელანტრა” და „მერსედესი”. მივმართავ ტელევიზიებს - დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა მათი კუთვნილი ავტომობილების დაყადაღებისა და ამოღების პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადებით, ავტომობილებიდან უკანონო ნივთმტკიცების ამოღების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი შოთაძესა და ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ.

,,გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ლილუაშვილს, შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს. 15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - ,,ტოიოტა პრადო”, ,,ელანტრა” და ,,მერსედესი”. მივმართავ ტელევიზიებს - დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? ბოლო მუქარაა ოჯახის ლიკვიდაცია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი. რუსულ ,,ოცნებასთან” ერთად უსირცხვილო და ბოროტი „ოცნებაა”, - აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო