ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის რეპლიკა, რომ დღეს დაკითხულმა მოწმემ ბრალდებული დეტექტივის მამხილებელი ჩვენება დააფიქსირა, სიმართლეს არ შეესაბამება

მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ზურაბ გველესიანი ანადგურებდა ნივთმტკიცებას, ნარკოტიკულ საშუალებას და ხელს უშლიდა ერიკ წურწუმიას აღნიშნული ნივთმტკიცების დაცვაში. პარალელურ რეჟიმში, უწევდა ფიზიკურად წინააღმდეგობას, - ამის შესახებ ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის რეპლიკა, რომ დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ წურწუმიას მამხილებელი ჩვენება დააფიქსირა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბრალდების მხარის რეპლიკას, რომ დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ ერიკ წურწუმიას მიმართ მამხილებელი ჩვენება დააფიქსირა. ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე მოწმემ ზედმიწევნით კარგად განმარტა, თუ რა დროს აქვს პოლიციელს იარაღის ამოღების, ან თუნდაც ჰაერში გასროლის უფლება. თქვენ გაქვთ საშუალება მოისმინოთ თავად ბრალდებული ერიკ წურწუმიას პოზიცია, თუ რატომ გახდა აუცილებელი მისი მხრიდან ამოღებული ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი. დღევანდელი მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ზურაბ გველესიანი ანადგურებდა ნივთმტკიცებას, ნარკოტიკულ საშუალებას და ხელს უშლიდა ერიკ წურწუმიას აღნიშნული ნივთმტკიცების დაცვაში. პარალელურ რეჟიმში, უწევდა ფიზიკურად წინააღმდეგობას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ სამედიცინო დასკვნაში აღბეჭდილია, რომ წურწუმიას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რომელიც მიყენებულია გველესიანის მიერ. ის არ აძლევდა დაკავების უფლებას და უწევდა წინააღმდეგობას.

რაც შეეხება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოწმობას, ამ ნაწილში ერიკ წურწუმია აღიარებს და ეთანხმება აღნიშნულ ბრალს“, - აღნიშნა თეონა გვაზავამ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს