დეტექტივის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის საცოლის განცხადებით, ერიკ წურწუმია და გველესიანი ერთმანეთს იცნობდნენ

დაკავებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილი ტყვიით გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის საცოლის, მარიამ აბაშიძის განცხადებით, წურწუმია და გველესიანი ერთმანეთს იცნობდნენ. აბაშიძე მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილი ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სასარგებლოდ "დალაგდა".

„მოწმემ ცალსახად თქვა, რომ თვითონ თვლის და სწორია, იარაღი არ გამოიყენო, როცა პირს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე აკავებ, რადგან ამ დროს ხელის გამოყენება ხდება და იარაღი ხელს გიშლის. თუმცა, ბოლომდე ვერ თქვა, რომ ერიკ წურწუმიასაც არ უნდა გამოეყენებინა იარაღი. არ ვთვლი, რომ რამე ბრალდებულის სასარგებლოდ "დალაგდა", იქ საქმე ისე "დალაგდა" რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი „სუფთად გამოსულიყო“. მისი ბრალეულობაც არის თუნდაც, უმოქმედობა, თუ ის მანქანიდან უყურებდა, ან ის დაზიანებები, რომელიც ზუკას მიყენებული აქვს, ერთობლივად აქვთ მიყენებული. დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მომზადებული მოვიდა- თავით დაეცა გველესიანი, თავი დაარტყა და შესაძლებელია, ეს დაზიანებები სწორედ მაშინ მიეღოო. ერიკ წურწუმია და ზუკა ერთმანეთს იცნობდნენ. საერთო მეგობრები ჰყავთ და თავიდან მეგობრობდნენ, მაგრამ ერიკ წურწუმიას მეშვეობით ზუკა დააკავეს ისეთ ქმედებაზე, რომელიც მას არ ჩაუდენია, რაზეც გამამართლებელი განაჩენი დადგა. ზუკა ნაწყენიც კი იყო, ერიკ წუწრუმია შეხვდა და უთხრა, ყოველთვის ასე „მშრალად ვერ გამოხვალ“ და აუცილებლად დაგაკავებო. არ ვთვლი, რომ ერიკ წურწუმია მის მოსაკლავად დაგეგმილად ავიდა, თუმცა, იქ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გასროლა სპეციალურად მოხდა, შეიძლება ვერ გათვალა, რომ მოკვდებოდა", - განაცხადა მარიამ აბაშიძემ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა