მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს - ერთი კვირაა საუბრობთ ე.წ. ოთხეული გადასვით მარცხენა მხარესო - 75 ადგილზე 84 წევრი როგორც დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს - სხვა, საღამოს - სხვა

ბატონო რომან, ერთი კვირაა საუბრობთ - უმრავლესობის წევრები თუ არიან [ე.წ. ოთხეული], გადასვით მარცხენა მხარესო - 75 ადგილზე 84 წევრი როგორც დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს სხვა, საღამოს სხვა,- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. ოთხეულს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს ჯდომა უნდა აუკრძალონ.

მდინარაძის თქმით, დარბაზის მარცხენა მხარეს სულ 75 ადგილია, სადაც უმრავლესობის წევრი 84 დეპუტატი არ ეტევა.

„ალბათ იცით, მაგრამ შეგატყობინებთ და უკაცრავად თუ ამას ირონიად მიიღებთ - 75 ადგილია მარცხნივ, მარჯვენა მხარესაც არის 75, სულ 150. უმრავლესობაში არის 84 წევრი. რანაირად გავაკეთოთ - მარცხენა მხარეს 75 ადგილზე 84 წევრი როგორც დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს სხვა, საღამოს - სხვა, რა გავაკეთოთ? 75 ადგილზე როგორ დავსვათ 84 კაცი, ერთი კვირაა ამით სპეკულირებთ. დაჟინებით იმეორებთ, მარცხნივ გადასვითო - არ ეტევა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის აღნიშნულ განცხადებას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა, რა დროსაც რომან გოცირიძემ მდინარაძეს უთხრა, რომ უმრავლესობისთვის განკუთვნილი რიგებიდან ოპოზიციის მხარეს დავით მათიკაშვილი გადასვან.

პასუხად მდინარაძემ განაცხადა, რომ მათიკაშვილს ასეთი სურვილი არ ჰქონია.

დავით მათიკაშვილი არც მე-5 და არც მე-6 დეპუტატი არ იქნება. ასეთი სურვილი არ ჰქონია, არც უსაუბრია და აქედან გამომდინარე, არ იქნება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს