„ქართული ოცნების" დეპუტატები არ ადასტურებენ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან

„ქართული ოცნების" დეპუტატები არ ადასტურებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ზაალ მიქელაძე ე.წ. ოთხეულს უერთდებიან.

„ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილს, რომელმაც მისი ე.წ. ოთხეულში გადასვლის ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ასეთი რამ პირველად ესმის". რაც შეეხება დავით მათიკაშვილს, როგორც დეპუტატი აცხადებს, "ქართული ოცნებიდან" არსად წასვლას არ აპირებს.

„სისულეებს ლაპარაკობს (რომან გოცირიძე), არ ვადასტურებ," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ გამოეხმაურა ზაალ მიქელაძეც. მისი თქმით, ამის თაობაზე "გუნდში საუბარი არ ყოფილა".

„უკვე ვეღარ ვხდები, ამაზე გავცე პასუხი, თუ იმაზე, თუ რას წარმოადგენს რომან გოცირიძე. მეგონა, მხოლოდ მოსმენის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აღქმის პრობლემაც ჰქონია, პრობლემა ეტყობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აქვს და რაღაცები დასალაგებელი აქვს, რადგან ამ ინფორმაციას მეც გავეცანი და თურმე ვიცე- სპიკერიც ვყოფილვარ და რისთვის ზის პარლამენტში, სხვა თუ არაფერი კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე- სპიკერები მაინც უნდა იცოდეს. ასეთ ადამიანს როგორ შეიძლება რაიმე დაუჯერო?! თუ რაიმე გადაწყვიტილების მიღებას ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, რომან გოცირიძესთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ.

მე ერთი პრინციპი ვიცი - "არასოდეს თქვა არასოდეს", მაგრამ ამ წუთში მსგავსი საუბარი არც ყოფილა არც გუნდის შიგნით, არც ჩემს თავთან, კითხვაც არ დამისვამს, ვარ იქ, სადაც ვარ. არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ,"- განაცხადა მიქელაძემ.

გოცირიძის მიერ გავრცელებულ ონფორმაციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ასე პასუხობს - „ვთხოვე არსად ეთქვა და მაინც „ჩამიშვა". მდინარაძის თქმით, მისი ეს კომენტარი შეგვიძლია გამოვიყენოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების" კიდევ ოთხი დეპუტატი უერთდება ე.წ. ოთხეულს.

„უმრავლესობაში ტრაურია. ივანიშვილმა გადაწყვიტა, განდგომილ ოთხეულს მიუერთოს კიდევ ოთხი წევრი: მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ვინმე ზაალ მიქელაძე, რომელიც თურმე პარლამენტის წევრი კი არა, მთლად ვიცე-სპიკერი ყოფილა.

ტრაური იქნება, აბა რა, ვის უნდა სანქციების სიაში მოხვედრის კანდიდატად ყოფნა?"- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო