ალუდა ღუდუშაური - საქართველო იდგა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დგას და მომავალშიც ამ გზით წავალთ - ეს არის ჩვენი ხალხის ნება

„ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველო იდგა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის, პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დგას და მომავალშიც ამ გზით წავა.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ურთიერთობა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვს ძალიან მაღალი დონის დიპლომატიური ურთიერთობაა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკაში არის წარმატებული ვიზიტი და მას შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, რომელმაც ყველაფერზე წერტილი დასვა.

„ამაყი ვარ ქართველი ხალხის და საქართველოს თავისუფლებისკენ მიდრეკილებით და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გაბედული, ღირსეული გამოსვლა ვიხილეთ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან. იმ ფონზე, როდესაც პრემიერის შთამბეჭდავი ვიზიტი ხორციელდება ამერიკაში, ამის პარალელურად ვხედავთ სასოწარკვეთილებაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს. მოხდა მკაფიო ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით. საქართველო არის ერთგული იმ ნაბიჯებისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განსაზღვრეს. ეს არის წარმატებული ვიზიტი და შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლა იყო. ამის პარალელურად აქა-იქა წკავწკავებენ შარა-გზაზე მყეფარი ძაღლებივით. ეს ადამიანები უფრო და უფრო ემსგავსებიან სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს. ბატონი, პრემიერის მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ვფიქრობ, რომ არის ყველაფერზე წერტილი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის არის ძალიან მჭიდრო, ურყევი სტრატეგიული თანამშრომლობა. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩამობრძანებულან, მათი განცხადებაა, რომ საქართველო ისე ახლოს არის აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით, როგორიც არასდროს ყოფილა ისტორიის განმავლობაში.

ურთიერთობა, რომელიც აშშ-თან გვაქვს ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ძალიან მაღალი დიპლომატიური ურთიერთობა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმეს სურდეს ეს ურთიერთობა დააზიანოს. საქართველო აკეთებდა, აკეთებს და მომავალში გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს. საქართველო იდგა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დგას და მომავალშიც ამ გზით წავალთ. ეს არის ჩვენი ხალხის ნება“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

მან ასევე ისაუბრა თუ რა ეტაპზეა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების სამუშაოები და მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციის დაახლოებით 30% უკვე შესრულებულია, დანარჩენი დასრულების პროცესშია.

„ერთადერთი პუნქტი, რომელთა მიმართებაშიც არის ჩავარდნა, ეს არის პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. ამას სჭირდება ორი მხარე. ერთი მხარე არის კონსტრუქციული, მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც ცხელ შემოდგომას აანონსებენ, სინამდვილეში ეს ადამიანები არიან „ფეიკ“ პოლიტიკოსები და მათი მიზანია როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მოხდა ის რომ, სრული ქაოსია იქითა ფლანგზე. ყველას დაგამშვიდებთ, რომ კანონი რომელზეც არის საუბარი, ვერცერთი პარამეტრით ბატონი ივანიშვილი ვერ მოხვდება ამ რეგულაციების ქვეშ, იმიტომ, რომ ის არ არის ოლიგარქი, ის არის მეცენატი და ქართველი ერის გადამრჩენელი. თუ ვინმე უნდა დასანქცირდეს ყველა პარამეტრით იქით მოიკითხონ“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა