აკია ბარბაქაძე - პუტინმა აირჩია გზა, ჰიტლერი როგორც გამოვიდა მეორე მსოფლიო ომიდან, ანუ უკანასკნელ ჯარისკაცამდე ბრძოლა და იძახის, რომ არ დავთმობ

თუ ეს თამაში დაიწყეს და შეეჩვივნენ ბირთვული არსენალით თამაშს, ეს უპირობოდ ნიშნავს, რუსეთის, როგორც სახელმწიფოს საერთოდ განადგურებას, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას, ნატო-ს მიერ მე-5 პუნქტის გააქტიურება მოჰყვება.

„დასავლეთმა გასაგები პასუხი გასცა, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის თუნდაც მცირე მუხტების გამოყენებას, მოჰყვება ნატოს- მე-5 პუნქტის გააქტიურება, მეტიც, თუ პუტინი კიდევ გამოიყენებს ისკანდერების ქობინებს, ეს უკვე 500 კილომეტრის სიშორეზე გამოყენებაა ქობინის, რომელსაც მოჰყვება ადეკვატური პასუხი, ანუ რუსეთი გაფრთხილებულია და იცის, თუ ის შახტები გაიხსნა, ეს არის თამაშის დასაწყისი. თუ ეს თამაში დაიწყეს და შეეჩვივნენ ბირთვული არსენალით თამაშს, ეს ეგრევე დამთავრდება იმით, რომ მთელი დასავლეთის და არა მარტო დასავლეთის, ჩინეთის და ინდოეთის ბირთვული პოტენციალი იქნება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და ეს უპირობოდ ნიშნავს, რუსეთის, როგორც სახელმწიფოს საერთოდ განადგურებას“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძის შეფასებით, რუსეთმა ჰიტლერის გზა აირჩია, ანუ ბრძოლა უკანასკნელ ჯარისკაცამდე.

„პუტინს ჰქონდა ორი გზა: ერთი, ამ ომიდან გამოსულიყო ისე, როგორც გერმანია გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან. ეთქვა, რომ გამომყავს ჯარები უკრაინიდან და შეენარჩუნებინა რუსეთის სახელმწიფოებრიობა და გადაერჩინა რუსეთის არმია. გარკვეულ რეპარაციებით, შეზღუდვებით, პუტინი დაკარგავდა ძალაუფლებას, მაგრამ რუსეთი, როგორც ასეთი, გადარჩებოდა, მაგრამ მან აირჩია მეორე გზა, ჰიტლერი როგორც გამოვიდა მეორე მსოფლიო ომიდან ანუ უკანასკნელ ჯარისკაცამდე ბრძოლა და იძახის, რომ არ დავთმობ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა