ზაპოროჟიეში რუსების სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევსა და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

„ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, არის მსხვერპლი. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, - განაცხადა ანატოლი კურტევმა.

მოგვიანებით, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება