ენტონი ბლინკენი - ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი

ბირთვული ომის მუქარასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი - ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა შეერთებული შტატები კრემლთან კომუნიკაციაში ბირთვული ომის მუქარებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკა "უპასუხისმგებლოა".

„ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ყველანი მოვიქცეთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მან არ ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ უპასუხებს აშშ ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას გარკვეული გეგმა აქვს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა გეგმა, რომელიც ხელს შეუშლის მესამე მსოფლიო ომს, ენტონი ბლინკენმა უპასუხა:

„პრეზიდენტი ბაიდენი მოწოდებული, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავი, ისევე როგორც ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევკრიბოთ სხვა ქვეყნები რუსეთზე ზეწოლის მიზნით, ჩვენ ასევე მოწოდებული ვართ, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს, ”- განმარტა ბლინკენმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო