ქუთაისში, პეტრე ოცხელის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად , ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის ინიციტივით, გაიხსნა გამოფენა, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფრომაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

„ ქუთაისი ამაყობს, რომ აქ დაიბადა ისეთი გენიალური მხატვარი, როგორიც პეტრე ოცხელია. მისმა ნაშრომებმა დროს გაუსწრო. დღეს პირველად გვეძლევა საშუალება, ერთად თავმოყრილი ვიხილოთ პეტრე ოცხელის 100-მდე ნამუშევარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლეს და პირადად ბატონ გიორგი კალანდიას.

ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს 1 თვის მანძილზე ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ეს საინტერესო ექსპოზიცი", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

მათივე ცნობით, დღესვე, გალერეის კედელზე პეტრე ოცხელის ცნობილი ნახატის „მფრინავი მღებავის" მანათობელი ილუსტრაცია განთავსდა. პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი უპრეცედენტო გამოფენა კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და დაფინანსებით ხორციელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში