გრიგოლ ლილუაშვილი - უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი, ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას

უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას, - ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც უკანონო მოსმენებს ეხებოდა, მათ შორის, ჟურნალისტებთან მიმართებით.

აღნიშნულ ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილმა ტელევიზიების ხელმძღვანელების მხრიდან გაკეთებული სისულელე უწოდა და განმარტა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და სცენარებით შესთავაზეს ხალხს, ამაზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება უფორო მეტად სტიმულს მისცემდა ამ უმსგავსობებს”, - აღნიშნა ლილუაშვილმა და ჟურნალისტს მიმართა, ჩამოთვალოს აგენტები, თუ ასეთები არსებობენ.

მედიის მიმართ განხორციელებული უკანონო მოსმენების ნაწილში „ტვ პირველის” ჟურნალისტმა სუს-ის ხელმძღვანელს უთხრა, რომ პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო იმ მოტივით, რომ უკანონოდ უსმენდნენ, რაზეც გრიგოლ ლილუაშვილმა ასე უპასუხა:„თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ, თქვენ რომ ერთმანეთს უსმენთ, თქვენ რომ ერთმანეთს ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს“.

„უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ, თუ რა, საიდან მოგაქვთ?” - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამ კონტექსტში ჟურნალისტებმა სუს-ის ხელმძღვანელს უთხრეს, რომ საჯაროდ გავრცელდა ე.წ. კრებსები იმის თაობაზე, რომ მედიის წარმომადგენლებს უსმენენ და ამავდროულად ჰკითხეს, თუ რა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით.

“რომელი კრებსები იყო? აუდიო, ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით აგენტი 001 და აგენტი 007?” - განაცხადა ლილუაშვილმა და ჟურნალისტს ჰკითხა, თუ გამოძიებამ მას მისწერა, რომ მოსმენის შესახებ მასალები გადასცეს, რატომ არ აძლევს.

„მაშინ კეთილი ინებეთ - გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, რომ გადმოგვეცით ის მასალებიო, რომლებიც ხელთა გაქვთო და რატომ არ აძლევთ? აი, თუ არ იცით, მაშინ მე რას მეკითხებით?

გადაეცით მასალები თუკი გინდათ გარკვევა, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, სუს-ის ხელმძღვანელს მედიამ კითხვა დაუსვა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა