ნინო ბურჯანაძე - აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს - სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები

აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ჩვენ ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს - სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაწყვეტაში, არამედ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გმირთა მემორიალთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რეალობა შეიცვლება და ქვეყნის გამთლიანებას შევძლებთ.

"სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაწყვეტაში, არამედ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ვიდრე იმის იმედად ვიქნებით, რომ სხვაგან ვინმე რამეს გააკეთებს და ჩვენი პრობლემები მოგვარდება, ყოველ წელს მოვალთ ასე გულგახეთქილები, ერთმანეთს გავახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი იყო და გვინდა, რომ იყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. იმედია, რომ რეალობა შეიცვლება და ჩვენ ქვეყნის და ხალხის გამთლიანებას შევძლებთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს