სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ცნობილია

სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.

9-კაციანი ჯგუფი, რომლის შექმნაზეც ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს, შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება: - დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე), თამარ ზარანდია (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი), ნათია კუპრაშვილი (რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე), რაისა ლიპარტელიანი (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე), ელენე რუსეცსკაია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი), არნო სტეპანიანი (“მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე), ნინო ჩხობაძე (“საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე), ეკა ციმაკურიძე (“დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ თავმჯდომარე), ლევან ცუცქირიძე (“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი).

შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა.

რეგლამენტის მიხედვით, შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: - კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა