სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება - ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება

ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება, რამეთუ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს რეფერენდუმები, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ომის პირობებში ტარდება. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე „ხმის მიცემის პროცესი“ დღეს სრულდება. 27 სექტემბერი „კენჭისყრის“ ბოლო და ერთადერთი დღეა, როდესაც „ხმის მიცემის“ პროცესი სტაციონარულ საარჩევნო უბნებზე გაიმართება. წინა ოთხი დღის განმავლობაში ხმები „საველე საარჩევნო კომისიამ“ შეაგროვა.

საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რეფერენდუმი“ ოთხივე ოლქში ჩატარებულად გამოცხადდა, ვინაიდან „ამომრჩეველთა აქტივობამ“ 50-პროცენტიან ბარიერს ყველგან გადააჭარბა.

მათივე ცნობით, ორშაბათის ღამის მდგომარეობით, „ამომრჩეველთა აქტივობამ“ დონეცკში 86.89%-ი, ლუგანსკში - 83.61%-ი, ხერსონში - 63.58%-ი, ზაპოროჟიეში კი - 66.43%-ი შეადგინა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა