პრეზიდენტი - დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა - ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა! ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტის განცხადებით, სოხუმის დაცემიდან თითქმის 30 წელი გავიდა, რამაც ყველას და აფხაზეთის მოსახლეობასაც აჩვენა, რომ ეს 30 წელი, თითქმის არაფრის მომტანი არ იყო.

„დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა! ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს!

თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რამაც ჩვენ ყველას და აფხაზეთის მოსახლეობასაც აჩვენა, რომ ეს 30 წელი, თითქმის არაფრის მომტანი არ იყო: არც აფხაზეთის კულტურის, არც აფხაზური ენის, არც ეკონომიკისა და არც მისი განვითარებისთვის. ეს არის ის, რასაც დღეს, ალბათ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდა თაობაც ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის.

და ჩვენ დღეს მზად უნდა ვიყოთ - დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა და ახალი ურთიერთობა იწყება და ამაზე უნდა ვიფიქროთ.

გლოვა არ ყოფნის. გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრს მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ, ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე; ამას ვხედავთ დღეს, როცა რეაქციები იწყება ამ მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო