საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის სპეციალურ წესში დაგეგმილი ცვლილებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ მუშაობას განაგრძობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. ამჯერად, BAG-ის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების სადისკუსიო თემა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის სპეციალური წესი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს.

პროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ანგარიშ ფაქტურის გამოწერის სპეციალურ წესზე ნებაყოფლობით გადასვლა, რაც ე.წ. „კეთილსინდისიერ" შემსყიდველს საშუალებას მისცემს თავიდან იქნეს აცილებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენისას დღგ-ს არამართლზომიერად გადახდა მომწოდებლისთვის და შესაბამისად გადასახადის ჩათვლა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მენეჯმენტმა დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ასევე სახელმწიფო დონეზე.

„როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი საგადასახადო შემოწმებისას საკმაოდ მტკივნეულად აისახებოდა ბიზნეს სუბიექტებზე. მისასალმებელია, რომ შემოთავაზებული ცვლილების საფუძველზე შესაძლებელი ხდება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენისას, კეთილსინდისიერი შემსყიდველის დაცვა, რაც მას საშუალებას მისცემს, მესამე პირის (გამყიდველის) ნაცვლად, გადაიხადოს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ს გადასახადი კონკრეტული შესყიდვის ნაწილში, რაც შემდგომში მოსალოდნელი საგადასახადო კონტროლის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს დაიცავს ამ ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმებისაგან" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა