აფგან მუხთარლი - დღეს ადვოკატთან ერთად პროკურატურაში გავეცნობით ჩემი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალებს - ხვალ წერილობით მივმართავ პრემიერსა და პარლამენტს, რომ შს მინისტრი გადადგეს

დღეს ადვოკატთან ერთად პროკურატურაში გავეცნობით ჩემი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალებს. გარდა ამისა, მოვითხოვ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცენ ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხვალ წერილობით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრის ვახტანგ გომალაურის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

„როგორც იცით, გოგაშვილმა განაცხადა, რომ მე ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს და ამ საქმეში ასევე ფიგურირებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა და გომელაურმა ამასთან დაკავშირებით მისცენ ჩვენებები. ასევე ხვალ წერილობით მივმართავ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს, რადგან ის გარეული არის ჩემი გატაცების საქმეში. ასეთი ადამიანი შეუძლებელია იყოს მინისტრი, რადგან მისი მხრიდან პროკურატურაზე განხორციელდება ზეწოლა. გარდა ამისა, მორალურად გაუმართლებელია მისი მინისტრობა. სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ნაკლები დანაშაულისთვის მინისტრები გადადგომის გადაწყვეტილებას იღებენ”, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო