არჩილ თალაკვაძე - კონფლიქტმა, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია, რათა დარეგულირდეს ისეთი ტიპის ჩარევები, როგორსაც კეზერაშვილი ახორციელებს ამ პარტიაში

კონფლიქტმა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია - კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კვლავ გამოხატავს მზაობას, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს, თუმცა "მეორე მხარეს ვხედავთ სერიოზულ უკან დახევას".

მისი თქმით, მათ დეოლიგარქიზაციის კანონის ეშინიათ და "ცდილობენ დღის შუქზე გამოიყვანონ კეზერაშვილი, რომელიც წლები ფარდის უკან მოქმედებდა".

"ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ პარტია, რომელსაც არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული არც ერთი ლიდერი, არ აქვს სამომავლო გეგმა და კანონზომიერია ის პროცესი, რასაც თვალს ვადევნებთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და დრო, თუ როდის დაიწყო ეს პროცესები "ნაციონალურ მოძრაობაში". ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოგვაწოდა 12 რეკომენდაცია, რომელთაგან ერთი არის დეოლიგარქიზაცია. იმ კონფლიქტმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია, რათა დარეგულირდეს ისეთი ტიპის ჩარევები, როგორსაც მაგალითად, კეზერაშვილი ახორციელებს ამ პოლიტიკურ პარტიაში. კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა