საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით რეგლამენტში ცვლილებები შედის

საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით არსებული საპარლამენტო მექანიზმების დახვეწის მიზნით რეგლამენტში რიგი ცვლილებები ხორციელდება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.

უფრო კონკრეტულად, არსებული რეგლამენტით კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაგზავნის ვადა განსაზღვრული არ არის. ცვლილებების პროექტით კი დგინდება, რომ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე მოთხოვნას, ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაგზავნის.

გარდა ამისა, რეგლამენტს ახალი პუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს პერიოდულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა მცირდება. კერძოდ, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15 დღის ნაცვლად, 10 დღით განისაზღვრება. ამასთან, ცვლილება აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხსაც შეეხება - კერძოდ, რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება 10 დღით, კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

იზრდება ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა - ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად. ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში, ყოველი თვის (გარდა დეკემბრის და ივნისის თვისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.

რეგლამენტში დაგეგმილი კიდევ ერთი ცვლილებებით, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლამდე, პარლამენტს მოხსენება წერილობითი ფორმით 5 დღით ადრე წარუდგინოს.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ერთ დღეს ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა იკრძალება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა