არჩილ თალაკვაძე - საგარეო ასპარეზზე არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სურთ, საქართველო გაძლიერდეს და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს - საბედნიეროდ, მარტო არ ვართ ოკუპაციის წინაშე, ქვეყანას მხარს უჭერენ აშშ და ევროკავშირი

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ასევე საგარეო ასპარეზზე არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - საბედნიეროდ, მარტო არ ვართ ოკუპაციის წინაშე, საქართველოს მხარს უჭერს თავის სტრატეგიული პარტნიორი - აშშ და ევროკავშირი , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უპირველესი მიზანი კვლავ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენაა.

"დღეს აფხაზეთის დაცემის დღეა და მთელი საზოგადოება ვიხსენებთ ტრაგიკულ თარიღს, თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპა ომში. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპაცია გრძელდება და უპირველესი მიზანი კვლავ არის აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ავაშენოთ ის, რაც ომმა დაანგრია. ჩვენი მიზანია მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი და მივაღწიოთ საქართველოს დეოკუპაციას, დავიბრუნოთ ერთმანეთი და აღვადგინოთ ხიდები, რომელიც ომმა დაანგრია”,- აღნიშნა თალაკვაძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის საჭირო რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაიხსნას ახალი დისკუსია მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციაზე და ხელისუფლება უფრო აქტიური იყოს ამ მიმართულებით, თალაკვაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია გახდეს შესაძლებელი, თუმცა, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

"ამისთვის არის საჭირო ძალიან ეფექტური კოორდინაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. სამწუხაროდ, წლებია ვხედავთ ოპოზიცია რამდენად დესტრუქციულია, რადიკალური ოპოზიცია წლებია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ასევე საგარეო პოლიტიკაში, საგარეო ასპარეზზე არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სურთ, საქართველო გაძლიერდეს და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. საბედნიეროდ, მარტო არ ვართ ამ ოკუპაციის წინაშე, საქართველოს მხარს უჭერს თავის სტრატეგიული პარტნიორი -აშშ, ევროკავშირი და რაც მთავარია, არსებობს საზოგადოების ძლიერი ნება, რომ დავუბრუნოთ ტერიტორიები და დავუბრუნოთ ისე, რომ ამას არ მოჰყვეს ახალი მსხვერპლი და ურთიერთობებში ახალი ტრაგიკული შედეგები, რომელიც მაშინ ომმა მოიტანა. ყველას გვესმის, რომ ეს ომი იყო წახალისებული და საქართველოს მტრების მიერ ინსპირირებული, სწორედ ამიტომ შეცდომები არ უნდა განმეორდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო