რამაზ საყვარელიძე - ნიკა მელიას რესურსი აქვს, ვიდრე სხვებს, თუკი გამოეყოფა და იბრძოლებს დამოუკიდებლად - მან უნდა გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ, თორემ ვინ არის მთავარი, დედამთილი თუ რძალი, მაგის გარკვევაში იქნება

წესით, ნიკა მელიამ უნდა გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ, თორემ ვინ არის მთავარი, დედამთილი თუ რძალი, მაგის გარკვევაში იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნიკა მელიას თავისი მხარდამჭერები ჰყავს და იგი მხოლოდ „თავის თავის ლიდერი“ არ არის.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ნიკა მელია სააკაშვილის ნების მიუხედავად, სააკაშვილს სხვა კანდიდატურა ჰყავდა, თავმჯდომარედ აირჩიეს, ე.ი. მას თავისი მხარდამჭერები ჰყავს და ნიკა მელია არ არის მხოლოდ თავის თავის ლიდერი. ამდენად ნიკა მელიას რესურსი უფრო აქვს, ვიდრე სხვებს, ოღონდ თუკი გამოეყოფა და იბრძოლებს დამოუკიდებლად.

წესით მან უნდა გაიმარჯვოს როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ, თორემ სულ იქნებიან სააკაშვილის მომხრეები, უკმაყოფილო იქნებიან მელიათი, მელიას მომხრეები კი სააკაშვილით. ამ შიდა სამზარეულოში ვინ არის მთავარი, დედამთილი თუ რძალი, მაგის გარკვევაში იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთან, რამაზ საყვარელიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადრე „ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდებოდა, როგორც რადიკალიზმის სიმბოლო და მას არ შლიდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფრთხობელას ფუნქცია დაკარგა.

„ადრე „ოცნებას“ სჭირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ამტვრევდა, ოღონდ არ შლიდა და არ აქრობდა. არც „ოცნება“ იკლავდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლით თავს, ისინი დაახლოებით თანაბრად იყვნენ.

„ოცნებას“ ჭირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ რადიკალიზმი ეჩვენებინა და ამ რადიკალიზმის მატარებელი და თან სიმბოლო „ნაციონალების“ რადიკალიზმისა იყო, ადრე უფრო მეტად, მიშა სააკაშვილი და რადგან სააკაშვილი ციხის ჩრდილში გადავიდა უკვე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საფრთხობელას ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და მარტო საფრთხობელა იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ასეთი „განიარაღებული“ სააკაშვილი რომ არ ენახათ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგივე ვითარება არ იქნებოდა.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, როგორც წესი „უსუსური ლიდერი ვეღარ ლიდერობს ხოლმე“.

„ციხე ნაწილობრივი პირობაა, ციხესთან ერთად ავადმყოფობა, ციხესთან ერთად უსუსურობა, უსუსური ლიდერი ვეღარ ლიდერობს ხოლმე, ჭრა აღარ აქვს. ამ ტიპის ცვლილებამ იქონია მე მგონი გავლენა და ვხედავთ, რომ მცირდება მხარდამჭერთა რიცხვი და ეს მიშას მხარდამჭერთა რიცხვია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს