ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„დროას“ ორგანიზებით, დღეს, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ პარტია ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„რუსეთში „მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლიბა, ვიმოქმედოთ.

ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!“,- აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო