შალვა პაპუაშვილი -  „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაც გეგმავდა საკუთარი კანონის წარმოდგენას, მაგრამ ვნახეთ, რომ მათ ამაზე უარი თქვეს.

პაპუაშვილის განცხადებით, „საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა მოუაროს ოპოზიციამ ამ საკითხს, ოლიგარქებს აღმოაჩენენ საკუთარ რიგში“.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დასტურდება, რომ არის ადამიანი, რომელსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა, ის არის სასჯელმისჯილი საქართველოში იმის გამო, რომ მან 5 მილიონი ევრო მოპარა ქართულ ჯარს, ფურცელზე ჩაატარა ტრენინგი, რომელიც არ ჩატარებულა და ეს 5 მილიონი გაქრა სადღაც ოფშორში. სწორედ ამ 5-5 მილიონი ევროთი დაგროვებული ქონება აქვს ამ ადამიანს. ამ დღეებში გვესმის აღიარება იმაზე, რაზეც ჩვენ ეჭვი გვქონდა - ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის აფინანსებს ტელევიზიას და არა მხოლოდ აფინანსებს, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა. იმის გამო, რომ ის აფინანსებს სხვადასხვა სექტორს, ერევა მმართველობაშიც, მათ შორის, პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების გადანაწილება იმის გამო, რომ ის ადამიანი, ვინც აფინანსებს ამ პოლიტიკურ სპექტრს, ფიქრობს, რომ უნდა იყოს სხვანაირი მმართველობა და არა ისეთი, როგორიც არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა