ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება - გამოსავალს ყველა ვარიანტში ვნახავთ

''ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახლა პარტიის მთავარი ამოცანა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაზიანდეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზიანის მიყენება „ქართულ ოცნებას“ აწყობს, მაგრამ პარტია არ დაიშლება.

„თუ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და იმ გუნდზე, რომელიც შიგნით არის შეკრებილი, გუნდი არის ერთიანი. აქ გაერთიანებული არიან იმ ღირებულებების და იმ იდეის გარშემო, რომ უნდა დამარცხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში. ამ პარტიაში განსხვავებული აზრი სულ იყო, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ერთი აზრი სუფევდეს სხვადასხვა მოქმედებასთან თუ პრაქტიკასთან მიმართებით. ყოველდღიური ამბავია, როდესაც სხვადასხვა საკითხზე შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეს. ეს არ არის ის პარტია, რომელიც ერთი ადამიანის კონკრეტულ აზრზე არის ჩამოკიდებული, ისევე, როგორც ეს ხდება მაგალითად „ქართულ ოცნებაში“. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ერთ ვერტიკალში აწვდის „მესიჯ ბოქსებსრა უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ისინი ამ დავალებას ასრულებენ“, -განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, დღეს რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება, იდეოლოგიური მტრობაა.

„10 წელია ხელისუფლებაში არიან და ნომერ 1 ამოცანა არის, ბიძინა ივანიშვილი იყოს კარგად და მეორე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობდეს. ანუ, არ არსებობდეს ის ძალა, რომელიც მათ გააკრიტიკებთ, ხელს შეუშლის იმ ავტოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში, რომელსაც ისინი ყოველდღიურად დგამენ“, - განაცხადა დოლიძემ.

როგორც მან განმარტა, ახლა პარტიაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი არ მიმდინარეობს.

„ჩვენი პარტიის მთავარი პრობლემა, რატომაც კრიტიკის ქვეშ ეხვევა, არის ის, რომ დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია.ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ამ პარტიისთვის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი საკმაოდ დიდია და სანამ რეზულტატი არ დადგება, ვგულისხმობ, მის გათავისუფლებას და ტყვეობიდან დახსნას, სულ იქნება როგორც უკმაყოფილების არამარტო შეგრძნება, არამედ ამ თვალსაზრისით სულ იქნება ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან კრიტიკა“,-განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს მეტის გაკეთება, დოლიძემ უპასუხა, რომ „ნიკა მელია პარტიაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს“.

„პარტიაში ვართ უამრავი ადამიანი და თუკი რაიმე ტიპის წარმატებას ვაღწევთ, ეს წარმატება არის ერთად და თუკი რაიმე პრობლემა არის, შეცდომას ვუშვებთ ან კონკრეტულ მიზანს ვერ ვაღწევთ, ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. დღეს მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და არის იმ პარტიის თავმჯდომარე, რომლის დამფუძნებელი არის ტყვეობაში, ეს ურთულესი პასუხისმგებლობაა და ურთულესი გასაწევი ჯაფა. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სავარძელში ყოფნა მაშინ, როდესაც მისი დამფუძნებელი არის ციხეში, არ მგონია ძალიან ბევრი ადამიანისთვის კომფორტული იყოს“,- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულად ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან, რადგან „სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმე და არ მიეცა საშუალება, ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთებულიყო“.

ბაჩო დოლიძე გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ამასთან, ის ირწმუნება, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება.

„პარტია ნამდვილად არ დაიშლება. საკმაოდ მყარი ელექტორატი ჰყავს. ძალიან ბევრი ადამიანია პარტიის შიგნით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ მთავარი ხაზის გატარებას, მიუხედავად ძალიან ბევრი პოლიტიკური ტურბულენტობისა. ჩვენი მთავარი ფოკუსი არის ერთი-ამ ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება იმიტომ,რომ ოლიგარქია ნორმალურ, ცივილურ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს. ვფიქრობ, ახლა, რასაც უნდა ვაკეთებდეთ და გავაკეთებთ, ალბათ აბსოლუტურად ყველანი შევიკრიბებით და დეკლარირებას გავაკეთებთ. გამოსავალს ყველა ვარიანტში ვნახავთ“,-განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო