შალვა პაპუაშვილი - უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და დასავლეთი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს

საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა რისკები და ამის შედეგია, რომ უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და ზოგადად, დასავლეთი - ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ხომ არ არის დრო, რომ ხელისუფლების მხრიდან კვლავ გაიხსნას დისკუსია საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის შესახებ.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც საუბარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მთავარი ფოკუსი აფხაზი და ოსი მოქალაქეების დაბრუნებაა, ხოლო რაც შეეხება ოკუპაციას, „ამის დასრულებისკენ მიმავალი გზა ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გააცნობიერა საფრთხეები, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს“.

„ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ახლა სინანულით საუბრობს, რომ იმას, რასაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხი საუბრობდა, ბოლომდე არ იჯერებდნენ. საუბარია იმ რისკებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან მსოფლიო უსაფრთხოების და განსაკუთრებით რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ამას არ იჯერებდნენ, სანამ ეს რისკი ახლოს არ მივიდა ევროპის საზღვრებთან. კარგია, რომ სხვანაირი პერსპექტივით გამოჩნდა, რა უსაფრთხოების რისკები მომდინარეობს რუსეთისგან. ამას უბრალოდ კი არ ვამბობთ, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია იყო ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებული სხვა ქვეყნის, რუსეთის მიერ. საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა ეს რისკები და ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები გაიხსნა და ნატო-ში სპეციალურად მორგებული პროგრამა მივიღეთ; ასევე უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და ზოგადად, დასავლეთი. ამიტომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს. თუმცა ეს არის ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი, მეორე ნაწილია ის, რომ ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა და ძმებმა ერთმანეთი დავიბრუნოთ. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეწევა და ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში 10-წლიან მშვიდობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო