აფგან მუხთარლი პროკურატურაში მივიდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საკუთარი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში მივიდა.

ის ამ დროისთვის შენობაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

მანამდე მუხთარიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოითხოვს ჩვენება მისცენ ბიძინა ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხვალ წერილობით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრის ვახტანგ გომალაურის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა