ილია დარჩიაშვილმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილესთან, ნაზატ შამიმ ხანთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. თავის მხრივ, პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოძიების მნიშვნელობას და მიესალმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნების მიმართ დაკავების ორდერების გაცემის შესახებ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელდეს, აღსრულდეს მართლმსაჯულება და ყველა პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის ომის დანაშაულების ჩადენაში უნდა წარსდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

შეხვედრაზე მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს