ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა და შს მინისტრმა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს - პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოყენებული იყოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

ამავე ცნობით, პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

„შეხვედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს