ინალ არძინბა - მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია - აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას

ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან ომის ალბათობას შეაფასებს, როგორც მაღალს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიდრე საქართველოსთან ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, (რომელიც ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი) ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს“, - აღნიშნა არძინბამ.

მისი თქმით, აფხაზეთი მზადაა, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოაწეროს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი.

„ოქტომბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, 5-6 რიცხვში იგეგმება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის. თუ საქართველო მშვიდობისკენ არის მომართული, მაშინ ამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, თუკი არა - ეს ნიშნავს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, - აღნიშნა არძინბამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია