დიმიტრი პესკოვი - ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებები 30 სექტემბერს გაფორმდება

რუსეთთან ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია პარასკევს კრემლში გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ხვალ, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართება ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ. ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ გაიმართა. სეპარატისტული რეჟიმების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს უკრაინა და დასავლეთი არ აღიარებენ და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მიზნით გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა