ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ 30 წლის მანძილზე პირველი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა - ეს არის პირველი მიღწევა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 30 წლის მანძილზე პირველი ხელისუფლებაა, რა დროსაც ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, სწორედ „ეს არის პირველი მიღწევა“.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ პრორუსებს უწოდებენ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაფართოვდა რუსეთის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ბორდერიცაზიაც სწორედ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

“წინა 9 წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებით მივიღეთ ის შედეგი, რომ ტერიტორიების 20-% რუსეთის ფედერაციას გაატანეს. რუსეთს ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, გავლენების გაფართოების კუთხით. 200 სოფელი წაიღეს, რასაც შემდეგ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა. ეს ასევე გამოიხატა ტერიტორიების 20-% -ის მიტაცებაში, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების წაღებით, კომუნალური სერვისები პრაქტიკულად მთლიანად გადასცეს რუსეთის ფედერაციას. 2006 წელს ქართველების გამოსახლება და ა.შ.

რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, „ქართული ოცნება“ არის 30 წლის მანძილზე პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა - ეს არის პირველი მიღწევა. არც ერთი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი არ გადასულა რუსეთის გამგებლობაში. ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და თვითონ გააფართოვეს რუსეთის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი მმართველობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების კუთხით არ ყოფილა წინსვლა და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების კუთხით.

ბორდერიზაციაც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც დაიწყო 2008 წელს, მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში და გაგრძელდა, მაგრამ ეს არის მათი {ნაციონალური მოძრაობა} მემკვიდრეობა. ისინი {რუსეთის ფედერაცია} მიყვებიან ძველ რუკას, რაც კომუნისტების დროს არსებობდა, არსებითად არ გადმოდიან, არის რამდენიმე გადახვევა და ცდომილება იმ რუკიდან. აქ საინტერესოა, ის რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე მიიღო კანონი და ამ კანონით დააფიქსირა ზვიად გამსახურდიას დროს გაუქმებული ოლქის საზღვრები, ანუ მათ აღიარეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებული საზღვრები.

ტერიტორიების მიტაცება დასრულდა, მანამდე 20%-ი წაიღეს და აღიარეს მათი დამოუკიდებლობა. ბორდერიზაციაც მათი პოლიტიკის შედეგია. ჩვენი პოლიტიკის შედეგებია: მშვიდობა, ტერიტორიების მიტაცება აღარ ხდება და ჩვენს მოქალაქეებზე მაქსიმალურად ვზრუნავთ“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა