ნინო ლომჯარია - თუ ბატონ ალუდას მეტი მტკიცებულება უნდა, ჩვენს რეკომენდაციას მხარი დაუჭიროს და შს სამინისტროსგან მოითხოვოს, რომ პოლიციელები დაკავების დროს სამხრე კამერებით იყვნენ აღჭურვილი

თუკი ბატონ ალუდა ღუდუშაურს მეტი მტკიცებულება უნდა იმის თაობაზე, თუ როგორ აყენებენ პოლიციელები ფიზიკურ დაზიანებებს დაკავების დროს და როგორ აქვს ძალის გადამეტებას ადგილი, სახალხო დამცველის რეკომენდაციას მხარი დაუჭიროს და შს სამინისტროსგან მოითხოვოს, რომ პოლიციელები მოქალაქეთა დაკავების დროს ყოველთვის სამხრე ვიდეო-კამერებით იყვნენ აღჭურვილი, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ქართული ოცნების“ დეპუტატს ალუდა ღუდუშაურს, რომელიც სახალხო დამცველისგან ითხოვდა წარედგინა იმის მტკიცებულებები, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების დროს გარკვეულ შემთხვევებში არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი.

როგორც ამ კონტექსტში ნინო ლომჯარიამ განმარტა, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურისთვის ასეთი შემთხვევების თაობაზე პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები ხელმისაწვდომი არ არის, რადგან როდესაც გამოძიება იწყება, აღმოჩნდება, რომ სამხრე კამერები ან არ მუშაობდა ან ინფორმაცია წაშლილია.

ლომჯარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებების თაობაზე სახალხო დამცველი არასდროს ჭორების დონეზე არ საუბრობს.

“ბატონმა ალუდამ ვერ გამცა პასუხი, თუ რა გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ასეთი ფაქტები დამედასტურებინა. თუ პარლამენტში წარმოდგენილ ანგარიშს წაიკითხავს, ნათლად წერია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ დაზიანებებზე და ეს დაზიანებები არის აღრიცხული. სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც რაღაც თქვა და ეს ანგარიშში მოყვანილია როგორც მტკიცება. პრევენციის ეროვნული მექანიზმი პოლიციის განყოფილებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩანაწერებს ყოველწლიურად ამოწმებს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის კონკრეტული ციფრები, მასალები და ინფორმაციები, რომ დაკავებული პირები, მოქალაქეები დაკავების დროს და დაკავების შემდგომ პერიოდში დაზიანებებს იღებენ. გარდა ამისა, ჩვენ მოქალაქეებისგან შეტყობინებებს პროაქტიულად ვიღებთ, დაკავების ადგილებზე გავდივართ, ვნახულობთ და ვადოკუმენტირებთ, რომ მათ მიღებული აქვთ დაზიანებები. თუ ბატონ ალუდას კიდევ უფრო მეტი კონკრეტიზაცია უნდა სახალხო დამცველის ოფისში წამობრძანდეს და კონკრეტულ ინფორმაციებს უფრო დეტალურად გავუშლით, დაზარალებულ პირებთან დავაკავშირებთ და მათგან უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა