უკრაინა ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადს აკეთებს

უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვის - რეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს.

დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით.

ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს