მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე დონეცკიც და ლუგანსკიც თავისუფალი იქნება და იქ აღიმართება ჩვენი უკრაინული დროშა, დიდება უკრაინას!

ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე დონეცკიც და ლუგანსკიც თავისუფალი იქნება და იქ აღიმართება ჩვენი უკრაინული დროშა, დიდება უკრაინას! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველას ძალიან დიდი სიხარულის საფუძველი აქვს, რადგან უკრაინა იმაზე სწრაფად იმარჯვებს ვიდრე ვინმე მოელოდა.

„ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის. ქალაქი იანპოლი აიღეს და ლიმანი მთლიანად ალყაშია. ლიმანისა და მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება უფრო დიდი გამარჯვება იქნება, ვიდრე ხარკოვის მთელი ოლქის გამოხსნა.

ყველას გვაქვს ძალიან დიდი სიხარულის საფუძველი. უკრაინა იმაზე სწრაფად იმარჯვებს ვიდრე მეც კი მოველოდი.

ამასობაში, ამერიკამ ბრძოლის ველზე „ჰაიმარსების“ რაოდენობა გააორმაგა. „ჰაიმარსებს“, ვინაიდან ისინი ბორბლებზე მოძრაობენ, საერთოდ არ ეშინიათ ზამთრის მაშინ, როცა რუსული მუხლუხოვანი ტექნიკა ჩაეფლობა.

გერმანიამ უკრაინას მსოფლიოში საუკეთესო ანტისატანკო ჭურვები მიაწოდა. რუსებმა მათ განსაიარაღებლად შექმნეს რობოტი და დიდი ზარ-ზეიმით გაუშვეს ეს რობოტი ბრძოლის ველზე. სამი რობოტი პირველივე სამ ჭურვზე აფეთქდა და ახლა მოსკოვმა რობოტების პროგრამა შეაჩერა. ესეც შენი რუსული ტექნოლოგია”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა