სალომე სამადაშვილი - ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და დემოკრატიული მმართველობა არ დამყარდება, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ განაცხადს დააკმაყოფილებენ, რუსეთ-ბელარუსის კავშირია

ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და დემოკრატიული მმართველობა არ დამყარდება ქვეყანაში, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ განაცხადს გაწევრიანებაზე დააკმაყოფილებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირია, - ასე ეხმაურება „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადის გაკეთებას.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს უკრაინისგან დაშორება კატასტროფა იქნება.

„ივანიშვილის მთავრობამ განაცხადი ყველგან შეიძლება შეიტანოს ცხადია, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და დემოკრატიული მმართველობა არ დამყარდება ქვეყანაში, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ განაცხადს გაწევრიანებაზე დააკმაყოფილებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირია.

ხელისუფლების შეცვლის გარეშე, მხოლოდ განაცხადის გაკეთებით, შედეგი არ დადგება. ეს ევროკავშირის მაგალითზე უკვე ვნახეთ.

ამავე დროს, საქართველოს უკრაინისგან დაშორება ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იქნება კატასტროფა და რეალურად, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანების ანუ მყარი უსაფრთხოების მოპოვების შესაძლებლობა, ჩვენ ხელიდან გავუშვათ, დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა“,- წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს