მამუკა ხაზარაძე უკრაინის მიერ ნატო-ში შესვლაზე განაცხადის გაკეთებაზე - ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ მოაზრებული და საქართველომ ანალოგიურად უნდა გააკეთოს განაცხადი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა იყოს მოაზრებული და საქართველომ ანალოგიურად უნდა გააკეთოს განაცხადი.

„ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების აპლიკაციაზე, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით, ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი განაცხადი გააკეთა და ამან საქართველოს უნიკალური შანსი მისცა.

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთ კონტექსტში უნდა ვიყოთ მოაზრებული და საქართველომ ანალოგიურად უნდა გააკეთოს განაცხადი.

ეს არის ისტორიული შანსი, რომლის ხელიდან გაშვება იქნება დიდი დანაშაული მომავალი თაობების, ქვეყნის უსაფრთხოების და იმ პერსპექტივების მიმართ, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იძლევა“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება