კახა ქემოკლიძე ხელისუფლებაზე - ყოველდღიურად საკუთარ ფეხში ისვრიან საკუთარივე განცხადებებით - ნებისმიერი მსხვილკალიბრიანი გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ

ყოველდღიურად საკუთარ ფეხში ისვრიან საკუთარივე განცხადებებით. ეშინიათ ნებისმიერი მსხვილკალიბრიანი გადაწყვეტილების მიღების, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადის გაკეთების პარალელურად საქართველოს ხელისუფლების მიერაც განაცხადის შეტანის შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა ქემოკლიძის შეფასებით, არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე „წინა მოთელვითი სამუშაოები“ აქვს ჩატარებული ნატო-ს წევრ ქვეყნებთან დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„მე არ ვიცი, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობდა პრეზიდენტ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენს ან თუნდაც სტოლტენბერგს, პრეზიდენტ მაკრონსა და კანცლერ შოლცს შორის. შესაძლებელია მათ ფარდის მიღმა კომუნიკაცია ჰქონდათ და გარკვეულწილად წინა მოთელვითი სამუშაოები უკვე არსებობს, მაგრამ მე არ მაქვს განცდა, რომ წინა მოთელვითი სამუშაოები ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას ჩატარებული აქვთ. მე მგონია, რომ პირიქით, საკუთარი განცხადებების ტყვეობაში შევიდა საქართველოს ხელისუფლება ისევე, როგორც მთლიანად პარტია „ოცნება“ და ყოველდღიურად საკუთარ ფეხში ისვრიან საკუთარივე განცხადებებით. ეშინიათ ნებისმიერი მსხვილკალიბრიანი გადაწყვეტილების მიღების“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ასევე, კახა ქემოკლიძემ განახადა, რომ „ერთ მზიან დღესაც“ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ნატო-ს წევრ ქვეყნებში კონსენსუსი აუცილებლად იქნება.

„მე ვფიქრობ, მოვა დრო, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. უკრაინელები საკუთარი ბრძოლით და საკუთარი სისხლით იხდიან ამ ფასს, ჩვენ ეს ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე ნატო-ში კონსენსუსი აუცილებლად იქნება ერთ მზიან დღეს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა