ზურაბ ჯაფარიძე - „შევიკრიბეთ და დავიშალეთ“ - ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ სახელმწიფო შენობების, სტრუქტურების პარალიზებას, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას

„შევიკრიბეთ და დავიშალეთ“ - ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ სახელმწიფო შენობების, სტრუქტურების პარალიზებას, მათ შორის შესვლას შენობებში, მათი მუშაობის პარალიზებას და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, როდის აპირებს აღნიშნული პროცესის დაწყებას, ჯაფარიძე ამბობს, რომ „როგორც კი ადამიანების რაოდენობა იქნება საკმარისი“.

„საბოლოოდ, გამარჯვების გზა გადის ქუჩაში, მრავალრიცხოვან პროტესტზე. ოღონდ არა „შევიკრიბე-დავიშალეზე“, არამედ ისეთ პროტესტზე, როდესაც ადამიანების რაოდენობა იმდენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ძალოვანმა სტრუქტურებმა წინააღმდეგობა გაუწიონ. ამ ადამიანებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. გამარჯვება ამაზე გადის. ამ საქმით ვარ დაკავებული. ამაზე გულწრფელად ვესაუბრები ადამიანებს და ვთხოვ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო