ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ ნატო-ში შესვლაზე განაცხადის გაკეთებაზე - მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ სასწრაფოდ ზუსტად იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ - ყველაფერს სჭირდება ბოლომდე აწონდაწონვა

მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ სასწრაფოდ ზუსტად იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ყველაფერს სჭირდება ბოლომდე აწონდაწონვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადის გაკეთებას გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება თუ საკითხი პარტნიორებთან არ იქნება გულდასმით გავლილი.

„იენს სტოლტენბერგმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება 30 ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდესო. უკვე რამდენიმე თვეა ფინეთის და შვედეთის შესაბამისი განაცხადი არსებობს და ეს პროცესი მიმდინარეობს. გამომდინარე აქედან მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ სასწრაფოდ ზუსტად იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ყველაფერს სჭირდება ბოლომდე აწონდაწონვა. ის, რომ ჩვენი მისწრაფება ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ ღიაა და გაცხადებულია ამაზე ყველა შეთანხმებულია. უნდა ვიცოდეთ იქიდანაც {ნატო} კონკრეტული მზაობები როგორია და რა რისკებია საპირწონედ დადებული იმიტომ, რომ რუსეთს ყველა წითელი ზოლი გადალახული აქვს და არც მას აქვს უკან დასახევი, ამას შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ანალოგიური პროცესების განვითარება რა პროცესებიც დღეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება თუ პარტნიორებთან არ იქნება ეს საკითხი გულდასმით გავლილი. ის, რომ ჩვენ ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს კამათის საგანს არ წარმოადგენს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები რას იტყვიან ეს არ არის, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც საქართველოსთვის სამოქმედო გეგმა. მათი შეფასებებს რომ გავყოლოდით, ახლა ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით. ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაში ვიქნებოდით, ვიდრე 2008 წელს ვიყავით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ამასთან დაკავშირებით ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ის ფორმულირება, რაც თქვა გიორგი ვაშაძემ, აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა უარყო.

„ელჩმა თქვა, რომ შეიცავს უამრავ უზუსტობას და არ ასახვას რეალობას. ის, რაც დააბრეხვა გიორგი ვაშაძემ, არის პროვოკაცია. ვაშაძემ სხვა რამე თქვა და ის დაუპირისპირდა იმ პოზიციას, რასაც ამერიკა ოფიციალურად ამბობს. ვაშაძის ნათქვამი ნიშნავს იმას, რომ ამერიკას საქართველო უნდა მოემარაგებინა იარაღით იმისათვის, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო ან მზაობა ყოფილიყო. პოლიტიკური მიზანი, რაც ვაშაძეს ჰქონდა იყო ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა, რომ თითქოს ჩვენ იარაღს გვაძლევენ და ჩვენ ამ იარაღზე უარს ვამბობთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა