„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“­ ფარგლებში, კიდევ ორ ახალ პროექტზე - ქალაქ ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს გამოაცხადა.

დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს ოზურგეთში სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას. ქალაქ ლანჩხუთში კი, ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალური მილებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობას.

ორივე პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 78 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზეც. მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება.

ახალი პროგრამით, სახელმწიფო უფრო სწრაფად განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას პროგრამაში ჩართული სამშენებლო კომპანიები კი, სწრაფ განვითარებას, გამოცდილების გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოებას და შემდგომში მასშტაბურ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტებსა თუ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს