ხატია დეკანოიძე - მიშა, თავისუფლება და ჯანმრთელობა შენ

მიშა თავისუფლებაზე საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ადვოკატი იქნებოდა საერთაშორისო პლატფორმაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ენერგია მტრებისთვის დაუძლეველია.

„ამ უდიდესი შესაძლებლობების ისტორიულ მომენტში ყველაზე დიდი უსამართლობა არის ივანიშვილის მმართველობა და მიშას პატიმრობა.

მიშა თავისუფლებაზე საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ადვოკატი იქნებოდა საერთაშორისო პლატფორმაზე. მიშა თავისუფლებაზე საქართველოს დიდ საერთაშორისო სურათში უფრო მკვეთრად გამოაშკარავებდა.

აუცილებლად დადგება ის დღე, როცა ამას უფრო ბევრი ადამიანი მიხვდება, ვიდრე დღეს. მისი ენერგია ნამდვილად დაუძლეველია მტრებისთვის. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ჩაკეტილ სივრცეში.

ძალიან დიდი უსმართლობაა. მიშა, თავისუფლება და ჯანმრთელობა შენ“, - წერს დეკანოიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა