„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ლიმანს, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში დაიკავებენ

უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში მთლიანად ალყაში მოაქცევენ ან დაიკავებენ, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაცია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებსა და რუს კორესპონდენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ჯარები კვლავ აკონტროლებენ ლიმანს, მაგრამ უკან დაიხიეს დრობიშევსა და იამპოლში.

რუსული წყაროების ინფორმაციით, რუსები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ერთ გზას ლიმანიდან ტორსკოემდე, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა გადაკეტეს დრობიშევო-ტორსკოეს გზა სტავოკის რაიონში. იგივე წყაროები ასევე საუბრობენ უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გაზრდილი აქტივობის შესახებ ლიმანის ჩრდილო-აღმოსავლეთით სვატოვო-ტორსკოეს გზატკეცილის გასწვრივ მას შემდეგ, რაც მათ მდინარე ჟერებეცი გადაკვეთეს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ასევე წერს, რომ 30 სექტემბერს უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი იერიშები მიიტანეს ლუგანსკის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის