ირაკლი ზარქუა - დღეს საქართველო მზად არის ნატო-ში წევრობისთვის, უბრალოდ, ნატო არ არის მზად და ეს თავად თქვა მათ შორის რასმუსენმა

დღეს საქართველო არის მზად ნატო-ში წევრობისთვის, უბრალოდ, ნატო არ არის მზად და ეს თვითონ თქვა მათ შორის ანდერს ფოგ რასმუსენმა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ზარქუამ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წელი შეფასა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველო ევროპას უფრო მეტად დაუახლოვდა.

“10 წლისთავზე ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ უფრო მეტად დავუახლოვდით ევროპას. უვიზო მიმოსვლა გვაქვს, დღეს თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან, 500 მილიონიან მომხმარებელთან, რაც ჩვენი საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 20-25% არის უკვე და ეს ძალიან კარგია. მათ შორის დღეს ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ ხელფასები მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე,რასაც ბატონი ღარიბაშვილი ატარებს.

რაც შეეხება ნატო-ევროკავშირს, ჩვენ გადავდგით ევროკავშირში ინტეგრაციის მორიგი ნაბიჯი, მივიღეთ აღიარება. რაც შეეხება ნატო-ს მიმართულებით საკითხს, მესმის უკრაინის, რომელსაც მცდელობა აქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს - ეს მესმის, განსაცდელშია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა. უკრაინის ამ ინიციატივაზე თქვენ იცით, რომ ნატოს-გან პასუხი მიიღეს, რომ დაჩქარებულად არ აპირებენ უკრაინის თემის განხილვას. ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება, არ უნდა მოვიტყუოთ თავი. დღეს საქართველო არის მზად ნატო-ში წევრობისთვის, უბრალოდ, ნატო არ არის მზად და ეს თვითონ თქვა რასმუსენმა. ასე, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას, იმ მიღწევებს, რაც გვაქვს”, - აცხადებს ზარქუა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის