დღეიდან „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონი ამოქმედდა

აშშ-ის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონი უკრაინისთვის დღეიდან ამოქმედდა, - ამის შესახებ უმაღლესი "რადას" თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მაღალხარისხიანი იარაღს მიაწვდიან.

„ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”, - წერს სტეფანჩუკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერა ხელი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ-ს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ისტორიული მნიშვნელობის ,,ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა