ლოიდ ოსტინი - უკრაინელებმა ძალიან, ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ხარკოვის ოლქში - მათ ომის დინამიკა შეცვალეს და გააოცეს მსოფლიო კონტრშეტევის უნარით

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, სჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს პროგრესს ხერსონის ოლქში, რადგან უკრაინელები აგრძელებენ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ბრძოლის ველზე დინამიკის ცვლილებას იწვევს.

ოსტინის შეფასებით, ეს ცვლილება განპირობებულია უკრაინელი ჯარისკაცების ცოდნითა და გამოცდილებით, აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღის სტრატეგიული გამოყენებით, კონკრეტულად კი მათ მიერ მაღალი მობილურობის საჰაერო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ის გამოყენებით.

„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ერთგვარი ცვლილება ბრძოლის ველზე დინამიკაში. მათ ძალიან, ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ხარკოვის ოლქში და შესაძლებლობებით ისარგებლეს. ბრძოლა ხერსონის ოლქში შედარებით ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ისინი პროგრესს აღწევენ“, - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს „ტექნოლოგია, როგორიცაა HIMARS“-ი და გამოიყენეს ის სწორად, შეტევების განსახორციელებლად.

„ამით უკრაინელებმა დინამიკა შეცვალეს და ეს მათ მანევრირების შესაძლებლობას უქმნის“, - დასძინა ოსტინმა.

მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება უკრაინაში, მაგრამ აშშ „გააგრძელებს უკრაინელების დახმარებას მანამ, სანამ საჭირო იქნება“.

„უკრაინელებმა გააოცეს მსოფლიო კონტრშეტევის უნარით, ინიციატივის გამოვლენის უნარით, თავიანთი დემოკრატიის დაცვის ერთგულებით და ბრძოლის ამ მზაობამ გააერთიანა საერთაშორისო საზოგადოება, რათა დაეხმარონ მათ იმაში, რომ ბრძოლა გააგრძელონ“, - აღნიშნა ოსტინმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია